ვერძი-ტყუპები

ეს კავშირი სათავგადასავლო რომანს გავს. ორივე იმპულსური და აქტიურია. ვერძის სიძლიერე და სიმტკიცე ხიბლავს ტყუპებს, ვერძებს კი უსაზღვროდ იზიდავთ ტყუპები.

კურო-კირჩხიბი

ხშირად შემდგარი და ჰარმონიული კავშირია. ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, უყვართ ოჯახი და თუ რომელიმე უღალატებს, არ უჭირთ იმის გაანალიზება, რომ ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია და პატიობენ ერთურთს. აფეთქებული კუროს დამშვიდება საკმაოდ კარგად გამოსდის კირჩხიბს. ის გიჟდებიან კუროს მიერ შექმნილ სიმყუდროვეზე.

ტყუპები-კირჩხიბი

კირჩხიბებს იზიდავ ტყუპები, ის მოხიბლულია მისით. თუმცა ეს წყვილი არასტაბილურია, ორივეს ცვალებადი ხასიათის გამო. მათი ურთიერთობა შედგება მსუბუქი და თავისუფალი ურთიერთ დამოკიდებულებით.

კირჩხიბი-კირჩხიბი

საკამოდ ხშირი ქორწინებაა, რადგან კირჩხიბი ეძებს თავის ორეულს. მას სურს ისეთი ადამიანი რომელიც მასავით აზროვნებს და აღიქვამს გარე სამაყროს.

კირჩხიბი-ლომი

მათ შორის შესაძლოა იდუმალი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ძნელად ეგუებიან ერთმანეთს, რადგან კირჩხიბს სურს ბოლომდე მართოს ლომი, სწორედ აქ წარმოიქმნება კონფლიქტი.

კირჩხიბი_ ქალწული

კარგი კავშირია. ქალწული აძლევს კირჩხიბს თავისუფლებას. ამ უკანასკნელს კი მოსწონს ქალწულის სტაბილურობა.

კირჩხიბი-სასწორი

ეს კავშირი შედგება თუ სასწორი იქნება მომთმენი. ეს წყვილი ურთიერთობას ხშირად ფინანსური კეთილდღეობის გამო ინარჩუნებს.

კირჩხიბი-მორიელი

ისინი უფრო კარგი საყვარლები იქნებიან ვიდრე ცოლ-ქმარი. ეს ორი ნიშანი ძალიან იზიდავს ერთმანეთს, თუმდცა კირჩხიბს არ შეუზლია მორიელის ბოლომდე გაძლება, ხოლო ამ უკანასკნელს აღიზიანებს კირჩხიბის არასტაბილურობა.

კირჩხიბი-მშვილდოსანი

ხშირი კავშირია. მათ შორის ბევრი სიხარული და ვნებიანი სექსია, თუმცა ხშირი ჩხუბი და წყენაც, რომელიც შესაძლოა დაშორებამდეც მივიდეს.

კირჩხიბი-თხის რქა

იშვიათი და რთული კავშირია. თხის რქას სურს თავისი წესების დაწესება ურთიერთობაში, რის გამოც ხდება კონფლიქტი.

კირჩხიბი-მერწყული

რთული, მაგრამ ხშირი კავშირია. ისინი ხშირად შორდებიან და რიგდებიან. კირჩხიბს შეუძლია პარტნიორის დაყოლიება, თუმცა ამას მორიელთან ვერ ახერხებს.

კირჩხიბი-თევზები

ემოციურ კირჩხიბს იზიდავს იდუმალი თევზები. ის ბოლომდე ვერ ახერხებს მის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეშიც აღწევენ ერთად წარმატებას.