ყველა ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული თვისებები აქვს. ხანდახან შეიძლება ორი ადამიანის განსხვავებული თვისებები და მოსაზრებები ერთმანეთს შეეჯახოს და მიხვდნენ რომ საერთოდ არაფერი არ აქვთ საერთო და ვერ ეწყობიან ერთმანეთს. გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების  5 წყვილს, რომლებიც ერთმანეთს არ შეეფერებიან.

ვერძი და კირჩხიბი

რთული კავშირია. ზედმეტად განსხვავებული ტიპაჟები არიან. ვერძის აქტიური ნატურა აღიზიანებს ემოციურ კირჩხიბს, ამ უკანასკნელის ეჭვიანობა ხშირად ვერძის უხეშობის მიზეზიც კი ხდება.

მერწყული და კურო

რთული კავშირია. ოჯახის მოყვარული კურო ვერ იქნება თავისუფლების მოყავრულ მერწყულზე შეყვარებული. ეს ურთიერთობა შედგება თუ ისინი თავიანთი ზოდიაქოს ნიშნის ტიპიური წარმომადგენლები არ არიან.

თხის რქა და მშვილდოსანი

თხის რქები არიან შრომისმოყვარეები და პროფესიონალები არიან. ისინი დაუღალავად შრომობენ მიზნის მისაღწევა, მშვილდოსნებს კი უბრალოდ სურთ დატკბნენ ცხოვრებით და გაერთონ.

ქალწული და ლომი

გაუცხოების კავშირია. ერთმანეთში მუდმივად ნაკლს ეძებენ. ლომისთვის ქალწული ცივია, მისი პრანჭია ბუნება აგიჟებს მას.

ტყუპები-თევზები

მათი ურთიერთობა ორი მკვლევარის კავშირს გავს.ტყუპებია ცნობიერებს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, ხოლო თევზები ამას ხვდება.ეს ორი ინტელექტუალის თამაშია, რომელიც არავინ იცის გადაიზრდება თუ არა ნამდვილ გრძნობაში.