TikTok– ზე ძირითადად პოპულარულია ტრენდული ცეკვები, სიმღერები, თუმცა ასევე ნელ-ნელა შეიმჩნევა დიზაინის და სტილის მიმდევრებიც. დღეს გაგაცნობთ 34 წლის პორტუგალიელ კლაუდია მორეირას (@ claudyamoreira1), რომელიც გვასწავლის შარფის ტარების დაუსრულებელ გზას, ამ დროისათვის მას შარფის გამოყენების 50მდე ვერსია უდევს მის ტიკ-ყოკ გევრდზე.

,, თითქმის ერთ – ორ საათს ვატარებ სარკის წინ, ვეძებ შარფის კვანძთან დაკავშირების ახალ გზებს, სანამ ის არ გადაიქცევა ჩემთვის სასურველად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სტილის შექმნა, რომლიც ადამიანებს მოეწონებათ, ცდილობ ვიყო ძალიან მოკრძალებული.”-ამბობს კლაუდია.

მას შეუძლია შექმნას შარფისგან ხელჩანთა,ტოპი, ქამარი და სხვ. მისი ვიდეოები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან სექტემბერში შექმნა საკუთარი შარფის ბრენდი Zafia.