თვითნასწავლი ქართველი MAKEUP არტისტი თაკო შალიკაშვილი გთავაზობთ შემოდგომის შესაფერის მაკიაჟის 8 იდეას.

,, პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ამიტომაც უფრო აქტიურად დავიწყე მაკიაჟის გაკეთება, შემდეგ ვიღებდი ფოტოებს და ვიშორებდი მაკიაჟს. რა თქმა უნდა Ჯერ არ ვარ პროფესიონალი, უბრალოდ ჰობია. Შეცდომებს ვხედავ და შეძლებისდაგვარად ვხვეწ ხოლმე ყოველ ახალ ჯერზე” – ამბობს თაკო.

როგორც ის აღნიშნავს, ფერებით განწყობას გამოხატავს, ამიტომაც უყვარს მისი ხშირი გამოყენება.

,,არ მიყვარს სადა, ყოველდღიური მაკიაჟი, ასეთ მაკიაჟს მგონია ისეადაც ყველა მარტივად გაიკეთებს, აქ არაფერია განსაკუთრებული. Მიყვარს ცოტა ორიგინალური და მაქსიმალურად დატვირთული ლუქები. თან ამ დროში ძირითადად მხოლოდ თვალები ჩანს პირბადის გამო და დაე ჩანდეს ლამაზად”- ამბობს Makeup არტისტი.

 

მისი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის ინსტაგრამ გვერდზე : https://www.instagram.com/takoshalikashvilii/