,,ზენდაია არის საუკეთესო რამ, რაც ჰოლივუდში უნდა მოხდეს”- სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა მსახიობთან ინტერვიუ ELLE-მ. დრამატული სერიალის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი როლის შემსრულებელმა ზენდაიამ ინტერვიუში ისაუბრა პანდემიაში ხელოვნების შექმნისა და სიხარულის მნიშვნელობაზე.

 ,,მე მიხარია, როდესაც შემიძლია შევქმნა ხელოვნება და მონაწილეობა მივიღო პროექტებში, რომლებთანაც ღრმად ვუკავშირდები, იქნება ეს Euphoria თუ Malcolm & Marie, ფილმი, რომელიც საკარანტინო პერიოდში გადავიღეთ [ეიფორიის შემქმნელ] სემ ლევინსონთან. კიდევ ერთი რამ, რაც სიხარულს მანიჭებს, არის ხალხის საპასუხო რეაქციის დანახვა ჩემს ნამუშევარზე.’’

 

24 წლის მსახიობი Emmy-ის ჯილდოს მფლობელია.