კორონა ვირუსის წყალობით ღამით ბარში ჯდომის ნაცვლად სახლებში ვზივართ და ვფიქრობთ, თუ როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო. ჩვენ შეგვიძლია ეს დრო გამოვიყენოთ ახალი უნარების შესასწავლად და გავიჩინოთ ახალი ჰობი. მაგალითად: ვისწავლოთ კერვა, გამოვაცხოთ კექსი ან ვისწავლოთ ჭადრაკის თამაში, დიახ თუ თქვენ უყურებთ Netflix- ის პოპულარულ მინისერიალს Queen’s Gambit თქვენი ინტერესი ჭადრაკის მიმართ აუცილებად გაიზრდება.

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოჭადრაკე ქალის– ელიზაბეტ ჰარმონის ისტორიას, რომელიც ცდილობს მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკე გახდეს და ამავდროულად დაძლიოს ემოციური პრობლემები, ბავშვობის ტრამვა, დამოკიდებულება ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ აბებზე.

 

 

სერიალი იმდენად მდიდარია დეტალებით, ადვილი დასაჯერებელია, რომ იგი დაფუძნებულია ნამდვილ პიროვნებაზე, თუმცა სერიალი უოლტერ ტევის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. შოუსადმი ინტერესს ასევე ზრდის სამოცდაათიანი წლების საოცარი კოსტუმები, რომლებსაც ბეთი ატარებდა. კოსტუმების დიზაინი ბერლინში მოღვაწე დიზაინერს – გაბრიელე ბაინდერის ეკუთვნის.

სერიალის ბოლო ეპიზოდის დასაწყისში ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი არის ნახსენები.

 

ავტორი: სოფია მალანია