ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საუზმე. იმისათვის, რომ დილა ენერგიითა და კარგი განწყობით დავიწყოთ აუცილებელია ნოყიერი და გემრიელი საუზმე.

ხშირად, დროის უქონლობის გამო, უარს ვამბობთ დილას გემრიელად ჭამაზე, თუმცა, ჯანსაღი და ნოყიერი საუზმის მოსამზადებლად მხოლოდ 5 წუთი და რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო.

მოიმარაგეთ სასურველი ხილი, რძე, ჩიის მარცვლები, შვრიის ფანტელები და თქვენი საუზმეც მზადაა.

იხილეთ მომზადების წესი.