,,შავი პარასკევი” ყოველ წელს ნოემბრის ბოლო პარასკევს აღინიშნება. ეს ის დღეა, როცა თქვენ შეგეძლებათ ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები, თავის მოვლის საშუალებები, მათ შორის ქართული სტარტაპის პროდუქციაც თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

თუ გარდერობის განახლება გადაწყიტეთ ან უბრალოდ გინდათ მეგობარს საინტერსო დიზაინის აქსესუარი აჩუქოთ მაშინ ეს ორი სტარტაპი მოგეწონებათ.

კოსმო გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებზე. კოსმოს დიზაინერების შთაგონების წყაროა მუზეუმები და ქართული, უძველესი მრავალფეროვანი კულტურა. სწორედ ამიტომაც იქმნება სრულიად უნიკალური და განსაკუთრებული დიზაინის ჩანთები. ასევე, თითოეულ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნივთი შეუკვეთოს საკუთარი დიზაინით

 

ბრენდი სოფია • Sofia უერთდება ,,შავ პარასკევს”, მათი ორეულების შეძენა შეგეძლებათ 100ლარად ნაცვლად 150ლარისა. ,,სოფია’’ ქმნის ძირითადად ქალის კლასიკურ ტანსაცმელს: პიჯაკებს, ორეულებს, პალტოებს. მათი პროდუქციის ბაზარზე გატანა მოხდა წელს ზაფხულს. ამჟამად სამოსის შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ, თუმცა მომავალში მომხმარებელი მის შეძენას ადგილზეც შეძლებს.

თუ ჯერ კიდევ არ გვაქვს თავის მოვლის რუტინა და აპირებთ შეავსოთ ის სხვადასხვა თავის მოვლის საშუალეებებით, მათ შორის ნატურალური პროდუქციით მაშინ თქვენ შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ ქართული სტარტაპის ნატურალური პროდუქცია:

ბანოვანის მომხმარებელს 25 ნოემბერს და 27 ნოემბერს 50%იანი ფასდაკლება და საჩუქარი ელოდება. პროდუქცია მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან, როგორიცაა: კაკაოს, შიის და ქოქოსის კარაქი, ჟოჟობას, არგანის, მაკადამიას და ავოკადოს ზეთი და სხვ.

 

ბანოვანს ასევე აქვს anti age ხაზი, რომელშიც შემავალი დღის და ღამის სახის და თვალის კრემი მდიდარია ჰიალურონით, კოლაგენით და ვიტამინებით. როგორც ,,ბანოვანი’’ აღნიშნავს ხარისხსის გარდა მათთვის დამახასიათბელია ლამაზი შეფუთვა და სწრაფი მორგებული მიწოდება.

,, ბანოვანს დიდებულ ქალბატონებს ეძახდნენ, მოგეხსენებათ ნატურალური კოსმეტიკის მომხმარება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ვცდილობთ გვქონდეს ისეთი ფასები რომ ყველამ შეძლოს ყიდვა. ასევე გვაქვს გათამაშებები და ფასდაკლებები, რათა უფრო მეტი ქალბატონი გახდეს ჩვენი მომხმარებელი და იყოს ბანოვანი.’’

 

უსული- სილამაზის ელექსირი რაჭიდან. ორი რაჭველი გოგონას სტარტაპი პანდემიის დროს შექიმნა.

,,პანდემიის პერიოდში თბილისიდან რაჭაში გადმოვედით, კარგი პერიოდი იყო ბებოსგან საფუძვლიანად შეგვესწავლა და დაგვემზადებინა ჩვენი სილამაზის ელექსირები და მისი დიდი ხნის ოცნება და ჩვენი ჩანაფიქრი განგვეხორციელებინა.’’

 

,,უსული’’ გთავაზობთ 50 % ფასდაკლებას ნატურალურ ხელნაკეთ კოსმეტიკაზე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ,,უსულის’’ დღისა და ღამის სახის დამატენიანებელ საცხი, ტუჩის ბალმი, სახის ნიღბები და ასევე, პრობლემური კანისთვის სამკურნალო მალამოები. უსულის პროდუქცია შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან: სპერმაცეპტი, კაკაოს ცხიმი, შიის კარაქი, ფუტკრის ცვილი, მთის სამკურნალო მცენარეები.არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და პარაბენებს.

თუ ორიგინალურ და საინტერესო საჩუქარს ეძებთ საყვარელი ადამიანებისთვის, თქვენ შეგიძლით თქვენს პატარა შვილს პროტოტიპი თოჯინა აჩუქოთ, ხოლო საყავსრელ ადამიანს მისი პორტრეტი, სწორედ ამის საშუალებას მოგცემთ ეს ორი ქართული სტარტაპი.

კამუსია არის ადამიანის პროტოტიპი თოჯინა, რომელის შეძენასაც ამ პარასკევს 15%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

,,ვფიქრობთ, რომ კამუსია ძალიან ორიგინალური საჩუქარია ყველა ტიპის ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, სქესისა. ხასიათისა და პროფესიისა. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ თითოეულ დეტალზე  ძალიან სიღრმისეულად ვმუშაობთ, ამიტომ თოჯინა მაქსიმალურად გავს ადრესატს. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და მაქსიმალური მსგავსება ადრესატსა და თოჯინას შორის. ‘’

სახის ილუსტრაცია B & W შავ-თეთრი პორტრეტები, რომელიც თავდაპირველად პანდემიის პერიოდში Facebook-ზე ჯგუფის სახით შეიქმნა, შემდგომ მოყვა დიდი გამოხმაურება.

,,ჩვენ ნამუშევრების შექმნის ჩვენი სტილი გვაქვს. ვქმნით სახვადასხვა სოციალური ქსელისთვის კონტენტიდან გამომდინარე ილუსტრაციებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება საპროფილე თუ ქავერის ზომებს. მორგებული ვართ კლიენტს და ვითვალისწინებთ მათ სურვილებს.’’

 

ავტორი: სოფია მალანია