იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ან გავიუმჯობესოთ ფორმები, აუცილებელი არაა სპორტდარბაზებში სიარული. ტრენერების აზრით, სახლში ვარჯიშითაც შესაძლებელია საუკეთესო შედეგის მიღწევა.

სოფი ბატლერი, ონლაინ ფიტნეს ტრენერი გვაძლევს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შევასრულოთ სიმძიმეებით ვარჯიშები სახლის პირობებში.

პირველ რიგში, დაეუფლეთ საფუძვლებს. ეცადეთ, დაიწყოთ მარტივი ვარჯიშებით. მთავარია, რომ ეტაპობრივად გაართულოთ სხვადასხვა ზონის ვარჯიში, იმისათვის, რომ სწორად მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე.

გაზარდეთ რაოდენობა და მისვლები. უმეტესობას სახლში სპორტდარბაზი არ გვაქვს, ამიტომ რთულია სიმძიმეებით ვარჯიშის შინ გაგრძელება. ამისთვის საუკეთესო გზა მისვლებისა და კონკრეტული ვარჯიშების რაოდენობის გაზრდაა. მეტად დატვირთეთ კუნთები.

ყურადღება მიაქციეთ რიტმს. იმისთვის, რომ სწორად ივარჯიშოთ, აუცილებელია, თანაბარი რიტმის შენარჩუნება. გარდა ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ამა თუ იმ ვარჯიშის ხანგრძლივობა. მაგალითად, თუკი ვიდეოში მოცემულია 6 წამი კონკრეტულ ვარჯიშისათვის, ნუ გადააჭარბებთ.

ჩართეთ ოჯახის წევრები ვარჯიშში. მაშინ, როცა პანდებიის პირობებში დღის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, კარგი აზრია ოჯახის წევრების აყოლეიბა. ერთად ვარჯიში ეფექტურთან ერთად, სახალისოც იქნება.

შეიქმენით გარემო. სახლში ვარჯიშისას ყველაზე რთული კონკცენტრაციის შენარჩუნებაა. ამიტომ აუცილებელია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე სათანადო გარემო შეიქმნათ – გათიშეთ ტელევიზორი, ჩართეთ სასურველი მუსიკა, შეიქმებით ვარჯიშის განწყობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ.