ჯანსაღად კვება თქვენ დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და წონის მართვაში. თქვენს თეფშზე უნდა იყოს მხოლოდ ჯანსაღი საკვები: ხილი, ბოსტნეული ან უცხიმო ხორცი და რძის პროდუქტები.

ხილი. ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული ხილი შესანიშნავი არჩევანია. მიირთვით არა მხოლოდ ვაშლი და ბანანი, არამედ სხვა ხილები, მაგ: მანგო, ანანასი ან კივი. როდესაც სეზონზე არ არის ახალი ხილი, მაშინ სცადეთ ხილის ჩირი ან გაყინული, დაკონსერვებული. გაითვალისწინეთ, რომ დაკონსერვებული ხილი შეიძლება შეიცავდეს დამატებით შაქარს ან სიროფს. შეარჩიეთ ისეთი ხილის კონსერვი, რომელიც გაკეთებულია წყალში ან საკუთარ წვენში.

ბოსტნეული. შემწვარი ან ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულს დაამატეთ მწვანილები, მაგალითად როზმარინი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ გაყინული ან დაკონსერვებული ბოსტნეული სწრაფი გარნირისთვის. აარჩიეთ ბოსტნეულის კონსერვი მარილის, კარაქის ან ნაღების სოუსების გარეშე. მრავალფეროვნებისთვის, ყოველკვირეულად სცადეთ ახალი ბოსტნეული.

ხორცი. თუ თქვენი საყვარელი კერძის  რეცეპტი ითხოვს თევზს ან შემწვარ ქათამს, სცადეთ მისი ჯანმრთელი ვარიაციები: გამოცხობა ან გრილად. ასევე, შეიძლება ხორცის მშრალი ლობიოთი ჩანაცვლება. მოძებნეთ ინტერნეტში და ჟურნალებში ნაკლებად კალორიული რეცეპტები, ასე შეიძლება ახალ საყვარელ კერძს მიაგნოთ.

კალციუმით მდიდარი საკვები. უცხიმო რძის გარდა, გამოიყენეთ უცხიმო იოგურტები შაქრის დანამატის გარეშე. ეს უკანასკნელი მრავალფეროვანი არომატით გამოირჩევა და შეიძლება დესერტიც ჩაანაცვლოს თქვენს მენიუში.

PASTA ყველიანი მაკარონიი

საყვარელი კერძი. ჯანსაღი კვება ბალანსია. შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საყვარელი საკვებით, მაშინაც კი, თუ ისინი ძალიან კალორიულია. მთავარია ის მიირთვათ დღეში ერთხელ და დააბალანსოთ  ჯანსაღ საკვებთან და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.

 

 

წყარო: https://www.cdc.gov/