თუ თქვენს კარადას თვალს გადაავლებთ მიხვდებით რომ ძალიან ბევრი ტანსაცმელი თითქმის ჩაუცმელი გაქვთ. ზოგჯერ, რაც უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მით უფრო რთულია და დამაბნეველია სრულყოფილი სამოსის არჩევა და გადაწყვეტილების მიღება თუ რა ჩაიცვა დღეს. სწორედ ამიტომაც კაფსულის გარდერობს ძალიან ბევრი მიმდევარი გაუჩნდა, კაფსულის გარდერობი არის მცირე რაოდენობის სამოსის ნაკრები, მისი მთავარი პრინციპია თქვენი გარდერობის გამარტივება, ეს არის ინვესტიციის ჩადება მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ ნივთებში, რომელიც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. ეს მცირე რაოდენობის ტანსაცმლი აუცილებლად უნდა უხებოდეს ერთმანეთს, რათა ჩვენ მარტივად შევძლოთ მათი დაწყვილება და გამოყენება.

5ნაბიჯი კაფსულის შესაქმნელად:

  1. დაალაგეთ კარადა. ყველა ტანსაცმელი დააწყვეთ თქვენს საწოლზე.
  2. დახარისხეთ სამოსი. თითოეულ ნივთი ინდივიდუალურად აიღეთ, დაალაგეთ სამ წყობად: საგნები, რომლებიც გიყვართ, საგნები, რომელთა შესახებ არ ხართ დარწმუნებული და მესამე სამოსი რომელიც შეგიძლიათ გააჩუქოთ.

3. არაფერი არ გადაყაროთ. შეგიძლიათ გააჩუქოთ ან ქველმოქმედებაში გამოიყენოთ.

4. დააკვირდით რა დარჩა. უნდა დაგრჩეთ ის სამოსი რასაც რეალურად ჩაიცმევთ.

5. სეზონის მიხედვით კაფსულის შექმნა. თუ ახლა იწყეთ ანუ ქმნით თქვენი ზამთრის კაფსულის გარდერობს. ძირითდად აღნიშნულ გარდერობში შეგხვდებათ ნეიტრალური სამოსი: თეთრი პერანგი, შავი ან მუქი ლურჯი ნაჭრის შარვალი და თვენი საყვარელი ჯინსი. დანარჩენი სამოსი უკვე თქვენი გემოვნებით და სეზონის (მაგალითად:ზამთრის მსოაცმელი, ბატინკი და სხვ) მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

 

ავტორი : სოფია მალანია