თუ თქვენ გაქვთ დიდი ზომის ფორები კანზე, ეს რჩევები დაგეხმარებათ მისი ზომის შემცირებაში, რათა ნაკლებად ხილვადი გახდეს ის.

  1. გადახედეთ თქვენს კანის მოვლის საშუალებებს. დარწმუნდით, რომ თქვენი ყველა პროდუქტი არაკომედოგენურია. ეს ნიშნავს, რომ ისინი წყალზეა დაფუძნებული. კომედოგენური ან ზეთზე დაფუძნებული პროდუქტები განსაკუთრებით აკრძალულია, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. ძალიან ბევრმა ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ფორები.

2. გაიწმინდეთ სახე საუკეთესო სახის გამწმენდებით. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კანის გაქვთ, მოერიდეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს საპონს, მან შეიძლება ფორები უფრო დიდი გახადოს. მაგრამ საუკეთესო გამწმენდებიც კი არ იქნება შედეგიანი, თუ ისინი სწორად არ გამოიყენეთ.  მაკიაჟის მოშორების შემდეგ,მასაჟი გაიკეთეთ სახესა და კისერზე, მინიმუმ 30 – დან 60 წამის განმავლობაში, დაიბანეთ კანი აუცილებლად თბილი წყლით, გაიმეორეთ ეს პროცესი ყოველ დილით და ღამით, რომ დააბალანსოთ თქვენი კანი და თქვენი ფორები იყოს ჯანმრთელი.

3. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია გირჩევთ კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენოთ ასაქერცლი საშუალებები, რათა მოიცილოს ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია დახშოს ფორები, მაგალითად: ჭუჭყიანი, მკვდარი კანის უჯრედები,ზედმეტი ზეთი. თუ აკნე გაქვთ მაშინ საერთოდ არ გამოიყენოთ, რათა არ მოხდეს კანის გაღიზიანება.

4. თიხის ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაგეხმარებათ ფორებისგან დამატებითი ზეთის მოცილებაში. ზეთის მოცილება ხელს უშლის ფორების გაფართოებას და ნაკლებად ხილულს ხდის.

5. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. რაც არ უნდა ცუდი ამინდი იყოს, მაშინაც კი თქვენი დღის რუტინაში აუცილებლად უნდა იყოს მზისგან დამცავი კრემის ადგილი, რათა თავიდან ავიცილოთ მზის მავნე ზემოქმედება თქვენს კანზე.

6. მაკიაჟი აუცლიბელად მოიშორეთ დაძინებამდე.

 

წყარო: https://www.medicalnewstoday.com/