რას უნდა მივაქციოთ ყურადღება როდესაც კანის მოვლის საშუალებას ან დეკორატიულ კოსმეტიკას ვყიდულობთ და როგორ შევინახოთ ის სწორად.

როგორ შევამოწმოთ პროდუქტის ვარგისიანობა

  1. უნდა ნახოთ პროდუქტის გამოშვების თარიღი და თაროზე დაყოვნების ვადა. თუ მხოლოდ გამოშვების თარიღი აწერია, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქტის (მაღაზიის ან აფთიაქის) თაროზე დაყოვნების ვადას.
  2. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა უმეტეას შემთხვევაში მითითებულია ყუთზევე(შესაძლოა ეწეროს 6m, 12m), ამით ვგებულობთ თუ რამდენი ხანი ვარგა კონკრეტული პროდუქტი გახსნის შემდეგ.
  3. მომხმარებელს სხვადასხვა საიტებზე შეუძლია მარტივად დაადგინოს მისი ვარგისიანობის ვადა, მაგალითად Checkcosmetic ან Checkfresh.

როგორ უნდა მივხვდეთ რომ კანის მოვლის საშუალება ან დეკორატიული კოსმეტიკა გამოსაყენებლად უვარგისია და ვადაგასულია:

  • ეცვლება პირვანდელი სურნელი, ფერი და უმაგრდება/უსქელდება ტექსტურა.
  • გიღიზიანებთ კანს,
  • არაერთგვაროვნად გადმოდის ფლაკონიდან და უჩნდება ბურთულები

პროდუქტის შენახვის პირობები

ზოგიერთი კანის მოვლის საშუალება შენახვის განსაკუთრებული პირობებს საჭიროებს.ზოგადად, რეკომენდებულია მათი 20 გრადუსზე ნაკლებ, მშრალ და შედარებით ბნელ ადგილზე შენახვა და არა აბაზანაში და სინესტეში, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით არ შეიძლება დეკორატიული საშუალებებისთვის. ხოლო დასაბან საშუალებებს შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი თქვენს აბაზანაში.

თუ თქვენ ხმარობთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ პროდუქცია, ის უნდა შეინახოთ მაციავრში, ასევე  C ვიტამინის და რეტინოლის შემცველი შრატები,სახის მისტები და ნაჭრის ნიღბები და თვალის პატჩები (და ნიღბები).