გთავაზობთ თმის მოვლის რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ გამომშრალი და მტვრევადი თმის პრევენციაში.

  1. თუ თმის შეღებვა გადაწყვიტეთ, შეეცადეთ არჩევანი გააკეთოთ ისეთი საღებავზე, რომელიც თქვენს ბუნებრივ ფერთან იქნება მიახლოებული. თმის გაღიავება სამზე მეტ ტონში საჭიროებს პეროქსიდის (Peroxide – ზეჟანგი) უფრო მაღალ მოცულობას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს თმას.

2. დაიცავით თმა მზის სხივებისგან, რადგან მას შეუძლია თქვენი თმა გახადოს სუსტი, მტვრევადი, მშრალი, უხეში და ფერდაკარგული (გახუნებული). ეს უფრო ხშირად ხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ თმას ან იკეთებთ მელირებას.

3. იყავით ფრთხილად თმის ქიმიური დახვევისას, გრძელ-ვადიანი დაზიანების პრევენციისათვის.დაინიშნეთ დრო დასახვევი ხსნარის (perm solution) მოსაშორებლად. თუ თქვენ შეგაწუხათ ჩხვლეტის, დასუსხვის ან წვის შეგრძნებამ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თმის დასახვევი ხსნარი.

4. თავის დაბანის დროს შამპუნი წაისვით თმის მთელს სიგრძეზე, რეკომენდირებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.

5. პირსახოცით თმის გამშრალება, ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში: შეფუთეთ თმა პირსახოცში რათა მოხდეს წყლის შეწოვა, აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე.გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით.შეზღუდეთ დრო რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან.ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად – კვირაში 1-ჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.

6. თმის დავარცხნა სანამ ის სველია. სწორი თმა გაქვთ? – აცალეთ თმას ცოტა გაშრეს სანამ ნაზად დაივარცხნით ფართო-კბილებიანი სავარცხლით.ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? – ყოველთვის დაივარცხნეთ სანამ თმა არის ტენიანი ფართო-კბილებიანი სავარცხლით.

 

 

 

 

წყარო: MD Zaza Telia