ზამთრის სეზონთან ერთად სენსიტიური კანის პრობლემებიც იმატებს. კანი მგრძნობიარე შეიძლება იყოს გენეტიკურად ან გაღიზიანებული შინაგანი და გარეგანი ფაქტორების  ზემოქმედებით. დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების გამო ხდება ჰიდროლიპიდური შრის(რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს )მთლიანობის რღვევა, რის შედეგადაც მისი, როგორც ბარიერის ფუნქცია ქვეითდება და მასზე იოლად ზემოქმედებს სხვადასხვა აგრესიული ფაქტორი.

როგორ ამოვიცნოთ მგრძნობიარე კანი ?

  • არათანაბარი ტექსტურა
  • გამომშრალი უბნები
  • სიწითლე
  • მტკივნეულობა შეხებისას
  • ქავილი
  • რეაგირებს ახალი მოვლის საშუალებების გამოყენებისას
  • რეაგირებს ცხელ შხაპზე
  • რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე

მგრძნობიარე კანის მოვლისას უნდა გავითვალისწინოთ:

1. სახე დაიბანეთ ნელ-თბილი  და არა ცხელი წყლით.

2. სანამ ახალ პროდუქტს შეიძენთ ის დატესტეთ ყელის მცირე უბანზე.

3. მოერიდეთ პარფიუმის შემცველ პროდუქტებს

4. გამოიყენეთ მხოლოდ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა

5. დასაბანი საშუალების შერჩევისას უპირატესობა pH ნეიტრალურ საშუალებას მიანიჭეთ

6. სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალება ზამთრის სუსხიან ამინდშიც კი.