ხვეული თმა ჩვენს სტილს მეტად გამორჩეულს ხდის. იმისათვის, რომ ვარცხნილობა საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, ხშირად თმის დასახვევ ტექნიკას ვიყენებთ, რაც მოყვანილობას აუმჯობესებს, თუმცა, თმას უფრო უხეშსა და მტვრევადს ხდის.

ამიტომ, სტილისტები გვირჩევენ, რომ ხვეული თმის დასაყენებლად უფრო ნატურალური მეთოდები გამოვიყენოთ.

  1. დაბანის შემდეგ, სველ თმაზე პირსახოცი მოიხვიეთ და ასე გაიჩერეთ.
  2. არ გამოიყენოთ წვრილი სავარცხელი, შეცვალეთ იგი მსხვილპირიანით.
  3. როდესაც გადაწყვეტთ თმის შესწორებას, ბოლოები აიჩეხეთ.
  4. სველ თმაზე ყოველთვის დაიტანეთ კრემი, რომელიც განკუთვნილია ხვეული თმისთვის.
  5. თმის გაშრობისას, აუცილებლად გამოიყენეთ დიფუზორი.
  6. გამოიყენეთ ისეთი მუსი, რომელიც არ ახმობს თმას.
  7. თუკი გადაწყვეტთ თმის სპრეის გამოყენებას, აუცილებლად შეარჩიეთ სუსტი სიძლიერის.
  8. თმის დაბანისას ყოველთვის გამოიყენეთ კონდიციონერი.
  9. კარგი ხვეულების მისაღებად საუკეთესო საშუალებაა მარილის სპრეის გამოყენება.

თუკი, ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს ზედმიწევნით შეასრულებთ, თქვენი თმა ყოველგვარი დახვევისა და დაყენების გარეშე მიიღებს ბუნებრივ, ულამაზეს ხვეულ ფორმას.