სახის მასაჟები ზრდის სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კანი უფრო ახალგაზრდული და ჯანსაღი ხდება. მას ასევე შეუძლია კანის გამკვრივება, ნაოჭების და შეშუპების შემცირება. სახის მასაჟი ამცირებს სტრესდა რჩება მშვიდი. გაიკეთეთ მასაჟი დღეში ერთხელ, დილით ან ღამით, სანამ დაიძინებთ. თქვენი სახის მოვლის რუტინა დაასრულეთ მასაჟით.როდესაც მაკიაჟს მოიშორებთ და დაიბანთ სახეს, სუფთა კანზე უკვე შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი.

წაისვით სახის ზეთის მსუბუქი ფენა. ცოტაოდენი ზეთის გამოყენება ხელს უწყობს თითების შეუფერხებლად გადაადგილებას თქვენს სახეზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთების ნაზავი, რომელიც სპეციალურად სახისთვისაა შექმნილი, ან აირჩიოთ ერთი ზეთი, რომელიც საუკეთესოდ გამოდგება თქვენი ტიპის კანისთვის. ძალიან მშრალი კანისთვის აირჩიეთ არგანის ან ნუშის ზეთი. საშუალო და ცხიმიანი კანისთვის აირჩიეთ ჟოჟობა ან ჟოჟობასა და აბუსალათინის ზეთის ნაზავი. ზეთის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

1. თითების წვერების გამოყენებით გააკეთეთ მჭიდრო წრიული მოძრაობები პირის გარშემო. თითები ყოველთვის მიმართეთ ზევით, რათა დაეხმაროთ კანს აზიდვაში.

2. დაიმასაჟეთ ლოყების არე, შემდეგ კი გადადით სახის კიდეებზე და უკან დააბრუნეთ. გააგრძელეთ ერთი წუთი.

3.თვალის მიდამოს მასაჟი ებრძვის მოშვებულ კანს მის გარშემო.

4.შუბლის მასაჟი.