ყოველდღე თმის გარკვეული რაოდენობის ცვენა ნორმალურია. როგორც წესი, ეს რაოდენობა 80-100 ღერია. თუ თქვენ ჩვეულებრივზე უფრო მეტი რაოდენობის თმა გცვივათ მაშინ აუცილებელია გაარკვიოთ გამომწვევი მიზეზები.

თმის ცვენა

გენეტიკური. არსებობს შანსი იმისა, რომ თქვენ გენეტიკურად იყოთ განწყობილი თმის გათხელებისკენ. ასეთ შემთხვევებში, თმის გარკვეული ფოლიკული მგრძნობიარეა კაცის ჰორმონების მიმართ, რაც  თმის შემცირებას და შედარებთ თხელი და მოკლე ღერების ამოსვლას იწვევს.

ჰორმონალური დისბალანსი. ჰორმონები დიდ როლს თამაშობენ თმის ზრდის ციკლში. ესტროგენები (ქალის ჰორმონები) თმის ზრდის ფაზას დროის ოპტიმალური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ, მამაკაცის ჰორმონებს კი პირიქით შეუძლიათ შეამცირონ თმის ზრდის ციკლი.

ანემია. ქალებში თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი რკინის დეფიციტია. რკინა აუცილებელია თმის უჯრედის ცილის წარმოსაქმნელად.

დიდი რაოდენობით თმის საშრობის გამოყენება ან მისმა ხშირმა გასწორებამ შეიძლება დააზიანოს თქვენი თმა. აღნიშნული პროცედურები თმის ფოლიკულზე ახდენს გავლენას, იწვევს თმის გამოშრობას, გაუხეშებას, მტვრევას და ცვენას.რჩევა: ფენის ან გასწორების გამოყენებისას გამოიყენეთ სითბოსგან დამცავი სპრეი.

დიეტა. თუ თქვენ იცავთ დიეტას, შესაძლოა ეს იყოს თქვენი თმის ცვენის მიზეზი.

რჩევა: აუცილებელია თქვენი დიეტა შედგებოდეს ჯანსაღი პროდუქტებისგან. უცხიმო ხორცი, სოიო და თევზი ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობას და ასევე აფერხებს თმის ცვენას. ვიტამინი E აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმის ფოლიკულს პროდუქტიულად ინარჩუნებს.

სტრესი და თმის ვარდნა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ძილის ნაკლებობა, გიჟური სამუშაო გრაფიკი აზიანებს თქვენი თმის სიჯანსაღეს.

რჩევა: ცხოვრების სტილის შეცვლა.

ალოპეცია. ის გავლენას ახდენს თმის ფოლიკულებზე, რაც თმის ცვენას იწვევს. მდგომარეობა თანაბრად აისახება ქალებსა და მამაკაცებზე. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, ის შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე სახის დაავადებით ან სტრესით.

ხისტი წყალი. თუ თმის ცვენა სწორი პროდუქტის გამოყენების ან სწორი კვების შემდეგაც გაქვთ, მიზეზი შესაძლოა წყალი იყოს. კალციუმისა და მაგნიუმის გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც ხისტ წყალშია, იწვევს ქერტლს, სიმშრალეს და თმის ცვენას.