თერმული წყლის მიღება ბუნებრივი წყაროებიდან ხდება. კონკრეტული თერმული წყლის მინერალური შემცველობა დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან მოდის იგი. როგორც წესი, ასეთი წყალი მაღალი ტემპერატურისაა (40 გრადუსზე ზემოთ) და მინერალურ წყალთან შედარებითაც კი უფრო სუფთა წყლად ითვლება, ვინაიდან მათი წყაროები უფრო ღრმადაა განთავსებული და შესაბამისად, მინერალების კონცენტრაციაც უფრო დიდია.

მათ შორის განსხვავება გამოყენებაშიცაა: მინერალურ წყალს ძირითადად, შინაგანად (დასალევად, სხვადასხვა პროცედურებისთვის) იყენებენ, ხოლო თერმული გარეგანი მოხმარებისაა,ის კარგად აღწევს კანში და დადებით გავლენას ახდენს მასზე.

რაში ეხმარება თერმული წყალი ჩვენს კანს?

ის განსაკუთრებით კარგია ზაფხულში, როდესაც სახის კანზე მზის სხივები ზემოქმედებენ, რის გამოც ხშირად ხდება მისი გამოფიტვა და გაუწყლოება.

სანამ დამატენიანებელ კრემს წაისვამთ, შეგიძლიათ ჯერ თერმული წყალი გამოიყენოთ, მას შეუძლია ტონერის როლი შეასრულოს.

ის ხელს უწყობს მგრძნობიარე კანის ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას

არეგულირებს კანის რეაქტიულობას

აძლიერებს კანის დამცველობით ფუნქციას

თერმული წყალი იცავს თქვენს კანს ხანგრძლივად.