-,,გამარჯობა, ემოციურ კავშირს ვერ ვგრძნობ ადამიანებთან, ასევე მაქვს სიცარიელის შეგრძნება. არ მშველის წამლები. რას მირჩევთ?”

ფსიქოლოგის პასუხი: ემოციური კავშირის თემა გასაცნობიერებელია, როდის დაიწყო ეს ამბავი, ანუ როდიდან ვერ გრძნობთ ადამიანებთან კავშირს, თქვენს ცხოვრებაში როგორი ეტაპია, რა ხდება ისეთი რამაც მისი ასეთი გაუცხოება გამოიწვია. ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს იმედგაცრუების ან სხვა რაიმე ტრავმული ეპიზოდის შედეგი. წამლების ნაცვლად გირჩევთ მიმართოთ ფსიქოთერაპევტს.

-,,დავშორდი შეყვარებულს,მაგრამ ისევ მასზე ვფიქრობ… როგორ დავძლიო მიჯაჭვულობის სინდრომი?

ფსიქოლოგის პასუხი: არის კი ეს მიჯაჭვულობის სინდრომი? ან თუ არის რამდენად ჯანსაღია ეს მიჯაჭვულობა, როგორ ვითარებაში მოხდა წყვილის დაშორება? რა მიზეზებით… რამდენი ხანია რაც დაშორდით? მიჩნდება უამრავი შეკითხვა. ასეთ დროს ძნელია კონკრეტული რჩევის მიცემა, მნიშვნელოვანია გაცნობიერდეს თუ რა არის რასაც ვერ ელევით ამ ადამიანთან ურთიერთობაში და რა არის ამის საპირწონე რის გამოც რეალურად მოხდა დაშორება.