ზამთარი მოდის და ბევრმა თქვენთაგანმა უკვე დაიწყო გარდერობის განახლება.თუ როგორ უნდა ჩავიცვათ მოდურად თუ კომფორტულად ეს კითხვა მუდმივად აქტუალურია. მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტში მრავლად შეხვდებით ცნობილი ადამიანების ,,street style’’-ს, იშვიათად შეიძლება რომელიმე მათგანი აღმოჩნდეს ჩემი ინსპირაციის წყარო, თუმცა ამჯერად გამიმართლა და მსახიობი ქეით ჰოლმსის მინიმალისტური სტილი აღმოჩნდა ის რასაც ამ ზამთარს აუცილებლად მოვირგებ.

ჰუდი, ჯინსი და მოსაცმელი – მსახიობი არჩევანს კომფორტულ სამოსზე აკეთებს. მინიმალიზმი მისი ხელწერა.