Miko’s art & craft შემოქმედებითად მოაზროვნე ორი ადამიანის, ცოლ-ქმრის სტარტაპია. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური, საინტერესო დიზაინის, ხარისხიანი და რაც მთავარია ფერადი აქსესუარები. როგორც მაკო იხსენებს ბავშვობიდან ქსოვს და ქარგავს, ხოლო აქსესუარების კეთება 4 წლის წინ მეუღლესთან ერთად დაიწყო და ეს საქმე ერთგვარ თერაპიად იქცა ორივესთვის.

,, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, აქსესუარების შექმნის პროცესში მეხსნება ყველანაირი სტრესი და მთლიანად  მასზე ვარ გადართული.  ჩვენი აქსესუარების შეძენა შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ხასიათისა და პროფესიისა. გვაქვს ჭიქები, საყურეები, სათამაშოები პატარებისთვის, ვამზადებთ ასევე საიმიჯო აქსესუარებს კომპანიებისთვის.”-ამბობს ის.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქცია?

ყოველთვის ვცდილობთ ყველა ნაკეთობა იყოს ინდივიადუალური და არ ჰგავდეს სხვას. არ ვიყენებთ სტანდარტულ ყალიბებს და ყველაფერს ვქმნით ხელით და დიდი სიყვარულით.

სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, ერთ-ერთი და პრიორიტეტული არის პატარა ოთხფეხა მეგობრებისთვის აქსესუარების შექმნა, მანამდე კი Miko’s art & craft ,,შავ პარასკევს”  უერთდება, თქვენ შეგძლებათ შეიძინოთ ნებისმიერი აქსესუარი 30% იანი ფასდაკლებით და მიიღოთ საჩუქარი.

ინტერვიუ მოამზადა: სოფია მალანიამ