ჯერ კიდევ ინსტაგრამის ეპოქამდე ჟანა დამასი იყო ერთ – ერთი პირველი და ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ხელი შეუწყო მაშინდელი ციფრული ბლოგინგის პლატფორმის პოპუალრობას. მაშინ ფრანგმა გოგონამ ბლოგი გამოიყენა მსოფლიო მოდის სამყაროში თავისი ხედვის გასაზიარებლად – ეს ყველაფერი საშუალო სკოლაში ყოფნის დროს იყო. შემდეგ დამასმა მოიპოვა ინსტაგრამის 900000-ზე მეტი მიმდევარი და გახდა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მოდის ინდუსტრიაში.

დღეს მისი ინსტაგრამის თვალიერებისას გრძნობ თავისუფლებას და გემოვნებას ერთად: ჟანა რომანტიკულ საზაფხულო კაბებში, პარიზის მეოცნებე სურათები, ფრანგი ქალებისთვის დამახასიათებელი თავისუფლება და პერსონა, რომელიც ბევრისთვის შურის მომგვრელია,თუმცა ის გვასწავლის, თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ ,,ფრანგი გოგო’’ ჩვენში მისი ტანსაცმლების ხაზის საშუალებით.

საფრანგეთში დამასი არის ცნობილი როგორც It girl, ტერმინი, რომელიც ეწოდება მშვენიერ ახალგაზრდას, რომელსაც უყვარს საუბარი თავის მოვლის რუტინის შესახებ, მოდის ტენდეციებზე, ის უნდა გამოირჩეოდეს ინდივიდუალური გემოვნებით და ყავდეს ბევრი გამომწერი ინსტაგრამზე. ამერიკაში კი დამასი Franch It girl-ია. მას ადარებენ 60-იანი წლების სტილის სიმბოლოებს, მათ შორის ჯეინ ბირკინს.(იგივე მუქი ქერა ტალღოვანი თმა,იგივე მშვენიერი გემოვნება, გამოხედვაც კი) … ისინი ის გოგონები არიან, რომელთა მსგავსიც სხვა გოგონებს სურთ რომ იყვნენ.

რა არის თქვენი სილამაზის ფილოსოფია?

Less is more! ნაკლები უფრო მეტია..

პირველი, რასაც აკეთებ გაღვიძებისთანავე?

ვაჭმევ ჩემს კატა და ვსვამ წყალს.

რამდენი ხანი გძინავთ?

რვასაათიანი ძილი მჭირდება. დასაძინებლად ადრე ვწვები.

რა დრო გჭირდებათ დილით მოსაწესრიგებალდ? 

Ათი წუთი.

რას მიირთმევთ საუზმეზე? 

ბურღულეული შვრია რძითა და ყავით.

რის გაკეთებას ცდილობთ ყოველდღე

მიყვარს ყოველდღე ცეკვა, ველოსიპედი და სიარული.. მიყვარს ერთდროულად ვგრძნობდე თავს ქალურად და კომფორტუალდ

რომელია თქვენი საყვარელი სამოსი თქვენს გარდერობში?

კაბები.

როდესაც მოგზაურობთ, რა არის ყოველთვის თქვენს  ჩემოდანში?

ჩემი ტელეფონი, ჩემი კამერა, წიგნი და პომადა.

თქვენი სილამაზის საიდუმლო?

ტუჩსაცხებს ვურევ და ყოველთვის თითებით ვისმევ.

 

ავტორი:სოფია მალანია