ლეგენდარული მსახიობის ოდრი ჰეპბერნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის AUDREY პრემიერა ნოემბერში შედგება. ფილმში ჰეპბერნის პერსონა ნაჩვენები იქნება როგორც კინემატოგრაფიის საკულტო ადამიანი, ჰოლივუდის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობი, მოდის კერპი, ქველმოქმედი და მუზა. მაყურებელი იხილავს მსახიობის შესახებ იმ უიშვიათეს კადრებს, რომლებიც არასდროს გასაჯაროებულა.

ფილმის რეჟისორია ჰელენა ქოუნი. ის თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანეთსა და ამერიკაში, ხოლო 2021 წლის 8 თებერვლიდან, მის ნახვას ინტერნეტის მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებს.ინტერნეტ სივრცეში ფილმის ტრეილერი უკვე დაიდო, ნახეთ ვიდეო.