The Queen’s Gambit ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა. სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოჭადრაკე ქალის– ელიზაბეტ ჰარმონის ისტორიას, რომელიც ცდილობს მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკე გახდეს და ამავდროულად დაძლიოს ემოციური პრობლემები, ბავშვობის ტრამვა, დამოკიდებულება ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ აბებზე.

სეზონის ბოლო სერია ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მასში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ახსენეს. როდესაც ჰარმონი კაც კონკურენტს ეთამაშება, კომენტატორი მის სქესს უსვამს ხაზს და აღნიშნავს:

,,თუმცა ის ერთადერთი ქალი არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს”.

რაც სიმართლე არაა, გაფრინდაშვილმა ბევრი იბრძოლა, რომ 1960-იანების კაცთა ტურნირებზე ეთამაშა. ის იყო პირველი ქალი, რომელსაც 1978 წელს საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის.

,,გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი დიდოსტატი, რომელმაც პოპულარიზაცია გაუწია თამაშს საქართველოში, აქვს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე და დღესაც ასპარეზობს.”- ამბობს Fatina Hudoon