შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ იცის თუ როგორ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე. ეს ფაქტი ნამდვილად არ არის გასაკვირი ყოფილი მოდელისგან.

მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ჭამს დიდი რაოდენობით ხილს და უყვარს საუზმეზე  სმუზის მირთმევა. სანამ პირველი ლედი გახდებოდა მელანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა თავისი საყვარელი სმუზის რეცეპტი.

როგორც ის ინტერვიუებში აღნიშნავს, მისი დიეტის საიდუმლო მხოლოდ ჯანსაღ კვებაშია, ასევე იღებს  A, C და E ვიტამინებს, რათა ჯანმრთელად გამოიყურებოდეს მისი კანი, თმა და ფრჩხილები.

“მე მიყვარს ჯანსაღი საკვები, მისი საშუალებით უფრო ენერგიულად და ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. ვუფრთხილდები ჩემს კანს და სხეულს. მე ვარ ინექციების წინააღმდეგი.ვფიქრობ, ეს აზიანებს სახეს, ნერვებს. ვიმედოვნებ ლამაზადდავბერდები, ისე როგორც დედაჩემი ”.