გთავაზობთ 5 წესს და თანმიმდევრობას დემაკიაჟისთვის.

1. მაკიაჟს ვიშორებთ მიცერალური წყლით, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ მხოლოდ ეს არ კმარა. თუ გვინდა რომ სახე ბოლომდე გასუფთავდეს აუცილეებლია მისი წყლით დაბანვაც. დარწმუნდით რომ კისრიდანაც იშორებთ მაკიაჟს, მისმა დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიების დაგროვება და გამონაყარი.

2. არასოდეს გამოიყენოთ ცხელი წყალი სახის დასაბანად. მიუხედავად იმისა, რომ ცივ ამინდში ყველას გვსიამოვნებს ცხელი შხაპის მიღება, ის აზიანებს კანს, აშრობს მას.სწორად გაწმენდისთვის გამოიყენეთ თბილი ან ცივი წყალი.

3. 60 წამი დაუთმეთ მაკიაჟის მოშორებას. დარწმუნდით, რომ თქვენი გაწმენდისთვის მინიმუმ 60 წამი მაინც დაგჭირდებათ. ეს გაცილებით გრძელია ვიდრე ფიქრობთ, ასე რომ, დააყენეთ ტაიმერი თქვენს ტელეფონზე და მიანიჭეთ თქვენს სახეს (და კისერს) სახის მინი მასაჟი.

4. დაამატეთ ამქერცლავი. ეცადეთ კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთოთ აქერცვლა. ის ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას და ეხმარება თქვენს კანს შეიწოვოს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მის მერე გამოიყენებთ.

5. არ დაგავიწყდეთ შრატი. ნებისმიერი კარგი წმენდის რუტინული ეტაპი უნდა იყოს შრატის გამოყენება. მისი საშუალებით ხდება კანის მჟავე pH- ის აღდგენა (კანის ზედაპირზე ბაქტერიული ფლორის დაბალანსება) და მჟავა- pH ანტიოქსიდანტების (მაგ. C ვიტამინი და AHA) მიწოდება კანისთვის.

 

 

 

წყარო: https://www.glamourmagazine.co