პირბადე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის გავრცელების შემცირებაში. თუმცა მისმა მუდმივად გამოყნებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახის კანის პრობლემები, მაგ: გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი. თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს პირბადის მუდმივად ტარების შემთხვევაში ამ თემაზე დერმატო-კოსმეტოლოგი ნანა ჩიღვინაძე გაგვესაუბრა. 

,,პირბადის ხშირმა ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია. ის მიეკუთვნება ნელა მიმდინარე ალერგიის ტიპს. ვლინდება რა 10 -14 დღეში. ამ დროს კანზე შეიმჩნევა სიწითლე, წარმოიქმნება წყლით სავსე ბუშტუკები, ანთებითი პროცესი ვითარდება კანის ზედაპირულ შრეზე, ხასიათდება ქავილით, რაც იწვევს საშიშროებას კანში შეაღწიოს სხვადასხვა ბაქტერიებმა და სოკომ. თუ ადამიანი ვერ ახერხებს მოიშოროს ალერგენი(პირბადე) დიდი დროის განმავლობაში, ამ დროს შეიძლება განვითარდეს მტკივნეული ფორმა ქრონიკული კონტაქტური ალერგია.’’

აღნიშნული პრობლემების პრევენციის მიზნით კოსმეტოლოგი გირჩევთ:

1. კანის დატენიანება. ყოველდღიურად გაიწმინდეთ და დატენიანეთ თქვენი სახის კანი ისეთი საშუალებებით, რომელიც არ შეიცავს არომატიზატორებს და კონსერვანტებს. კარგია ნატურალური პროდუქტები რომელთა მჟავატუტოვანი ბალანსი PH არის 5 დან 6,5 .

2. თერმული წყალი დაამატეთ თქვენს დღის მოვლის რუტინაში, რათა მოხდეს კანის გაგრილება. გამოყენება შესაძლებელია დღეში 3-4ჯერ. ასევე წაისვით მზისგან დამცავი მაშინაც კი თუ ცუდი ამინდია.

3. მაკიაჟს თუ საერთოდ არ გამოიყენებთ პირბადის ქვეშ უფროს სასარგებლო იქნება თქვენი კანისთვის, ნაკლებად გაღიზიანდება და დიდი რაოდენობით ოფლიანობასაც არ გამოიწვევს. თუ მაინც უნდა ატაროთ მაკიაჟი, აუცილებლად უმნიშვნელო და მხოლოდ არაკომედოგენური პროდუქცია.

4. გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე. გამოცვალეთ დღეში რამდენიმეჯერ. ნაჭრის პირბადის გამოყნება მუდმივი რეცხვას საჭიროებს. თუ ნაჭრის პირბადეს გამოიყენებთ, მაშინ ეცადეთ ის იყოს ბუნებრივი ქსოვილის, იდეალურია ბამბის, აბრეშუმის ნიღბები. არ გამოიყენოთ სინთეტიკური ნაჭრის პირბადე, რათა უფრო არ გააღიზიანოს კანი.

5. სვით დიდი რაოდენობით წყალი.

 

მასალა მოამზადა: სოფია მალანია