51 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ფენომენალურად გამოიყურება. საინტერესოა როგორ ახერხებს წარმოუდგენელი აღნაგობის და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას მომღერალი, მოდით ერთად ვნახოთ თუ რაშია მისი საიდუმლო.

რეგულარული ვარჯიში. ფიტნესი ყოველთვის იყო ჯენიფერის ცხოვრების ძირითადი ნაწილი.,,კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ ვვარჯიშობ. როდესაც ნიუ იორკში ვარ, დევიდ კირშთან ვმუშაობ – ის საოცარი ტრენერია. როდესაც L.A.- ში ვარ, ტრეის ანდერსონთან ვთანამშრომლობ. მე მომწონს ის ბალანსი, რომელიც ორივე მაძლევს. მათ ორი განსხვავებული მიდგომა აქვთ, ”- ამბობს ის.

მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს და სიგარეტს. ყველამ ვიცით ეს ყველაფერი მავნეა ჩვენთვის, თუმცა მაინც არ ვჩქარობთ მათ შეზღუდვას ან თავის დანებებას. როგორც მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, ის არ ეწევა, არ სვამს არც ღვინოს და არც კოფეინს, რადგან ეს ყველაფერი მალე აბერებს.

კანის მოვლის რუტინა. მომღერლის კანი ფაქტიურად ანათებს, მან ისაუბრა გლიკოლის მჟავაზე, რომელსაც აქვს უნარი ღრმად შეაღწიოს კანში. ის ასევე იყნებს მზისგან დამცავს ყოველდღიურად და ცდილობს მზეზე დიდ ხანს არ იყოს.

და ბოლოს ფიზიკური ჯანმრთელობისა და გარეგნობის გარდა, ჯენიფერ ლოპესი კარგად ზრუნავს მის ემოციურ კეთილდღეობაზე. “გამხნევება და პოზიტიურად აზროვენბა ძალიან მნიშვნელოვანია, ,,შენ ახალგაზრდა ხარ’’ – ამ სიტყვებს ყოველ დღე ვეუბნები საკუთარ თავს.’’-ამბობს ლოპესი.