რუსი სუპერმოდელის ირინა შეიკის თქმით მისი ბრწყინვალე კანი გენეტიკის დამსახურებაა. თუმცა მას აქვს თავისი დღის რყტინა და პატარა სილამაზის საიდუმლოებები.

დილას

მოდელი გაღვიძებისთანავე ერთ ჭიქა წყალს სვამს, ხანდახან ლიმნიანსაც. შემდგომ ყინულის კუბიკებს იდებს სახეზე, რათა გამოფხიზლდეს მისი კანი. ირინას რუტინაში შემდგომი ეტაპი-  დამატენიანებელი კრემისა და რა თქმა უდნა მზისგან დამცავის გამოყენებაა. როგორც მოდელი აღნიშნავს ის დილაობით ხშირად სტუმრობს სპორტ დარბაზს ,,ვარჯიში დღის შესანიშნავი დასაწყისია, ის ენერგიით მავსებს’’,-ამბობს ირინა

მთელი დღე

სუპერმოდელის თქმით, ის დღის განმავლობაში სვამს ბევრ წყალს. რაც შეეხება ამკიაჟს, მოდელი მას არ იკეთებს, ან თუ იკეთებს მხოლოდ კორექტორი თვალის ქვეშ.

ძილის წინ 

ირინა აღნიშნავს, რომ ძილის წინ აუცილებლად საფუზვლიანად იწმინდაც კანს , შემდეგ იკეთებს კოლაგენის ნიღაბს ან დამატენიანებელს.

კანის მოვლა ფრენისას

” ყოველთვის ვცდილობ, რომ მოგზაურობისას კარგად დავიტენიანი კანი, რადგან თვითმფრინავში ჰაერი ნამდვილად მშრალია. შორეული ფრენების შემდეგ კანის აღსადგენად ვიყენებ სპეციალურ ნიღბებს, რათა მოხდეს კანის დატენიანება და განახლება. ანახლებს კანს და ანიჭებს მას ჯანმრთელ ელფერს.”

 

საუკეთესო სილამაზის საიდუმლოებები

,,პატარა საიდუმლოება მეც მაქვს მაგალითად: ვიკეთებ 24 კარატიანი ოქროს ნიღბის მკურნალობას დამატებითი სიკაშკაშისთვის, ასევე ჩვეულებრივი ლაქს ვიყენებ წარბების გასასწორებლად კბილის ჯაგრისის დახმარებით, ან თვალის კრემის გამოყენება ტუჩსაცხად, დატენიანებული, ბუნებრივი გარეგნობისთვის.”