უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ნიუ-იორკი უნდა გიყვარდეს. ეს არის ქალაქი, რომელსაც არასოდეს ძინავს.. მეტრო 24/7 მოძრაობს, სწრაფი ტემპი თან ახლავს ამ ქალაქს და შენც მისი მონაწილე ხდები, მანამ სანამ არ დაბრუნდები შენს პატარა ქალაქში. ნიუ-იორკი უნდა იგრძნო მთელი არსებით იმისათვის რომ შეგიყვარდეს. ფეხით სიარული NYC- ის შემოქმედებითი ენერგიის ერთ-ერთი ინგრედიენტია. ეს არის ქალაქი, სადაც შეგიძლიათ ჭამოთ ჩინური სამზარეულო ლანჩზე, იტალიური ვახშამზე და დალიოთ საუკეთესო ყავა.

მილიონი ფილმი, წიგნი და ინსტაგრამის სიუჟეტები არსებობს იმის აღსაწერად თუ რა მნიშვნელობა აქვს ნიუ-იორკს, მაგრამ რა ქმნის ნიუ-იორკს ნიუ-იორკად? ენერგია, ტემპი, რომელსაც ხალხი ქმნის,  სწორედ მილიონობით ნიუ – იორკელი აძლევს ქალაქს თავის ჯადოქრობას.VOGUE-ს სურდა აღნიშნული ვიდეო რგოლით ხალხისთვის ეჩვენებინა ის ყველაფრი, რაც ნიუ-იორკს ნიუ-იორკად ხდის.

ვიდეო სრულად ნახეთ აქ :