მსახიობი გალ გადოტი ახალ ფილმში კლეოპატრას როლს შეასრულებს. ამის შესახებ მსახიობმა თვითერზე დაწერა.

“პეტი ჯენკინსთან და ლაეტა კალოგრიდისთან ერთად ვმუშაობ, რომ კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფლის ისტორია ისე გავაცოცხლოთ ეკრანზე, როგორც აქამდე არასდროს გვიხილავს. თქვენ ნახავთ ქალების თვალებით დანახულ  მის ისტორიას, როგორც კამერის წინ, ისე მის უკან მომუშავე ქალი ხელოვანების ჩართულობით”, — წერს მსახიობი ტვიტერზე.

კლეოპატრას შესახებ ისტორიულ დრამას “ქალი საოცრებას” რეჟიროსი პატი ჯენკინსი გადაიღებს.