სასიამოვნო სიახლე ქალბატონებს! აღარასდროს შეგაწუხებთ შეკითხვა, რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს.

formen.ge პირველი ქართული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც გვთავაზობს მამაკაცის თავის მოვლის პრემიუმ ხარისხის საშუალებებს.

თქვენ შეძლებთ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და შეუკვეთოთ მამაკაცის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც შედგება სახის, თმის, წვერისა და ტანის მოვლის მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის საშუალებებით.

ბიუთინიუს.ჯი ესაუბრა formen.ge-ის დამფუძნებელს, ლაშა ბარჯაძეს, რომელმაც გაგვიზიარა მაღაზიის შექმის იდეა, პროდუქცია და სამომავლო გეგმები.

ლაშა, როგორ დაიბადა formen.ge-ის შექმნის იდეა?
– ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ისეთი ონლაინ მაღაზია, სადაც მხოლოდ მამაკაცებისთვის ერთ სივრცეში იქნებოდა მაღალი ხარისხის პროდუქცია, გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით პირველები და როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის შეგვექმნა კომფორტი და მათ შეძლებოდათ, მაღალი ხარისხის პროდუქციის არჩევა და შეძენა ერთ სივრცეში ონლან.

გარდა ამისა, საქართველოში მამაკაცების ბრენდული თავის მოვლის საშუალებების სიმწირეა, ამიტომ ჩვენი მაღაზია მათ შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანი.

რა სახის თავის მოვლის საშუალებების შეძენაა შესაძლებელი და რომელ ბრენდს სთავაზობს formen.ge მომხმარებელს?
– ამ მომენტისთვის, ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ, შეიძინოთ „ManCave”-ის თავის მოვლის საშუალებები. ესაა ბრიტანული ბრენდი, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას მამაკაცებისათვის. წარმოდგენილია როგორც თმის და წვერის, ასევე სახისა და ტანის მოვლის საშუალებები, რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული და არ შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა: სულფატები, ნავთობქიმიკატები, სინთეზური საღებავები, მინერალური ზეთები, ალუმინი და ა.შ. სამომავლოდ, ჩვენს მაღაზიაში ამ ბრენდის გარდა, დაემატება სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციაც.

როგორ შევძლებთ პროდუქციის შეძენას?
– ჩვენთან პროდუქციის შეძენა ძალიან მარტივია. ამისათვის საჭიროა შერჩეული ნივთი შეგვიკვეთოთ ონლაინ და ისარგებლოთ ჩვენი უფასო მიტანის სერვისით თბილისის მასშტაბით.

ლაშა, გაგვიმხილეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ…
– სამომავლოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, formen.ge-ის გუნდი ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ არჩევანი და დავიმატოთ სხვადასხვა პრემიუმ ხარისხის ბრენდი.

გარდა ამისა, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში თავის მოვლის საშუალებებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ, რომ შეიძინოთ სხვადასხვა ბრენდის ტანისამოსი მამაკაცებისათვის.

ჩვენი საიტი უკვე დამუშავების პროცესშია და მალე ჩაეშვება, მანამდე კი, შეგიძლიათ, სიახლეებსა და შეთავაზებებს თვალი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ადევნოთ.