გასულ ზაფხულს HBO- ს თინეიჯერული დრამის ეიფორიის პრემიერა შედგა. სერიალში ნაჩვენებია თინეიჯერების ცხოვრების ბნელი მხარეები, როგორიცაა ნარკოტიკები, იმედგაცრუება, ტრამვა და სხვ. აღნიშნული თემები ყოველთვის აქტუალური იყო თინეიჯერებში, თუმცა სატელივიზიო შოუმ მხოლოდ ამით არ დაამახსოვრა მაყურებელს თავი, ეიფორიას სავიზიტო ბარათად მისი მაკიაჟი იქცა. თამამი ფერები, მბზინავი ოქროს ცრემლები, თვალშისაცემი, დრამატული, ლამაზი ეიფორიას MAKEUP მეტია ვიდრე მაკიაჟი… თითქოს ეს BEAUTY ვიზუალი გვიყვება პიროვნების ისტორიას. სერიალის ვიზაჟისტმა დონიელა დევიმ შეძლო მაკიაჟით აესახა თინეიჯერების დრამატული ყოფის სიმძაფრე.

“ეიფორიას” მაკიაჟი ახალი თაობისთვის ტრენდად იქცა. მას არა მხოლოდ თინეიჯერები, არამედ მეიკაპ არტისტებიც ხშირად იეკთებენ. გთავაზობთ ქართველი მეიკაპ არტისტის თაკო მაისურაძის მაკიაჟის ვიდეოს ეიფორიას სტილში.

 

 

მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ