ცნობილი ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები პრესასთან საუბარში აცხადებენ, რომ მოდის დიზაინერი პარიზში, ნიუილის საავადმყოფოში 29 დეკემბერს დაიღუპა.

ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დაარსა. მის მიერ შექმნილი სამოსი გამოირჩეოდა არაორდინარული ფორმებით, იგი ხშირად უარყოფდა ტრადიციულ ჩარჩოებს, უყვარდა ექსპერიმენტები, რამაც მისი წარმატება განაპირობა.