ულამაზაესი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე დღეს 61 წლის გახდებოდა. მსახიობი 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა, 2017 წლის 11 ოქტომბერს კი საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.

,, ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გამართლება. სულ 10 წელი მქონდა შედარებით ბედნიერი და ისიც დანარჩენს – ცუდს ვერ გადაწონის. ისეთია ცხოვრება ხან იქით გადაგაგდებს, ხან აქეთ და რა უნდა ქმნა? უნდა გაუძლო. მე ასეთი ემოციური ადამიანი დავიბადე. სუსტი ნერვები მაქვს. მიფიქრია და სულ ამას ვნატრობ, ნეტავ გულგრილი ვიყო მეთქი.. არ გამომდის, გულჩვილი ვარ. ალბათ ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ არ მიიტანო გულთან არაფერი. არის მომენტები, როდესაც მინდა რომ ძალიან დიდხანს დავიძინო.” – ამონარიდი ერთ-ერთი ინტერვიუდან.