რას უნდა ელდოთ დეკემბრის თვეში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი (მარტი 21 – აპრილი19)

აქტიურ და კარგ ფიზილურ მდგომარეობაში ხართ. გელოდებათ სასიყვარულო თავგადასავლები და ახალი ნაცნობობა. შანსი მოგეცემათ ისწავლოთ ის, რაც მომავალში ან ფულს მოგიტანთ, ან – წარმატებას. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბას უცხოელთან ან მასთან, ვისთან ერთადაც უცხო ენას სწავლობს.  ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან რელიგიური ან ფილოსოფიური მოსაზრებების გამო.

კურო (აპრილი 20- მაისი 20)

კარგი დროა პირადი ურთიერთობების მოსაგავრებლად. გაატარეთ დრო ტქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი მიიღებს მემკვიდრეობას და უზრუნველად შეძლებს ცხოვრებას. მოერიდეთ რისკსა და თავქარიანობას. იყავით დაკვირვებული, რათა არ გაფლანგოთ ფული და ენერგია.

ტყუპები (მაისი 21- ივნისი 20)

 

დეკემბრის თვეში მოგიწევს ბევრი რამის გადაფასება და შეეცადეთ განწყობა აიმაღლოთ. მარტოხელა ტყუპებსსაინტერესო შეხვედრა ელდოებათ, ხოლო შეყავრებულებმა შესაძლოა გადადგათს ერიოზული ნაბიჯი და დაოჯახება გადაწყვიტოთ. დაქორწინებულებმა კი არ გაამწვავოთ სიტუაცია მეუღლესთან. მოკრძალებული იყოთ ხარჯვისას. მეტად დაისვენეთ, დრო ძალების აღდგენას დაუთმეთ.

კირჩხიბი (ივნისი21 – ივლისი22)

ძალიან დაკავებული იქნებით სამსახურის საქმეებით, განტვირთვაც არ დაგავიწყდეთ. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების გასაჩენად. წლის ბოლო თვეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. გაითვალისწინეთ ექიმის რჩევებს, დაიცავით დღის რეჟიმი. ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ან თუნდაც დილაობით ფეხით სიარული სასარგებლოდ წაგადგებათ.

 ლომი (ივლისი 23 – აგვისტო22 )

ენერგიულად შეასრულებტ ყველა საქმეს, ასევე წინასაახალწლო განწყობაც გეწვევათ და ამ თვეს პოზიტიურად გაატარებთ.  არ გადატვირთოთ კუჭი, ზომიერად და ჯანსაღი პროდუქტებით იკვებეთ. რაც შეეხება ფულს, მოგიწევთ დახარჯვა. თუმცა, თვის ბოლოს მოულოდნელად გარკვეულ თანხას მიიღებთ. ფული შეიძლება ლატარიაშიც კი მოიგოთ.

 ქალწული (აგვისტო 23- სექტემბერი22 )

სასურველია, სასიყვარულო თავგადასავლებს მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე სამსახურის საქმეებს. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, შვილებთან დროის გატარებას. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო ბიუჯეტი.  არ გირჩევთ ზედმეტ გადატვირთვას. ნუ შეუქმნით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს. მეტ ყურადღებას გამოიჩენთ ოჯახის წევრების მიმართ.

სასწორი ( სექტემბერი22 – ოქტომბერი 23)

თვის დასაწყისში ფულადი საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. არ გირჩევთ ძველი კონფლიქტების გამწვავებას. დეკემბერში გახშირდება მიმოსვლები ახლო მანძილზე. ნუ დაგენანებათ დრო ვარჯიშისა და დასვენებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საყვაარელ ადამიანებს.

მორიელი ( ოქტომბერი 23- ნოემბერი 22)

თვის დასწყისში გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შესაძლოა მიიღოთ თანხა ადრე შესრულებული საქმისთვის. დეკემბერი რომანტიკული შეხვედრებითაც იქნება დასამახსოვრებელი. დაქორწინებულებმა კი მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. დეკემბერში გახშირდება საქმიანი შეხვედრები და თითოეული შეხვედრა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ.

მშვილდოსანი ( ნოემბერი 22- დეკემბერი 21)

მარტივად შეძლებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობას და მასთან დამეგობრებას.  გაფრთხილდით, სასიყვარულო ავანტიურამ, არასწორმა კვებამ, სისწრაფემ საჭესთან და წინდაუხედაობამ არ დაგაზიანოთ. ფიზიკური ვარჯიშებით გაავარჯიშეთ სხეული, მიიღეთ სიამოვნება სპორტისგან.

თხის რქა ( დეკემბერი 22 – იანვარი 19)

თვე გაწელილი, რთული და დაუსრულებელი მოგეჩვენებათ, რადგან ბევრი საქმე და საზრუნავი დაგიგროვდათ. საყვარელი ადამიანი შეიძლება ცივ და შორეულ ადამიანად მოგეჩვენოთ. ეს მხოლოდ თვის დასაწყისში. ამ გრძნობასთან გასამკლავებლად, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმედღიანი შვებულება მოიწყვეთ, რათა მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინოთ მის მიმართ.  მოერიდეთ მცირე ტრავმებს. ზოგიერთ თხის რქას დაბადების დღის დადგომამდე შეიძლება მოგინდეთ განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება.

მერწყული ( იანვარი 20 – თებერვალი 18)

დეკემბერში პირადშიც და საქმეშიც მხოლოდ კარგს უნდა ელოდოთ.  ზოგმა შეიძლება მიიღოს ფინანსური სარგებელი, რასაც დიდი ხანია ელოდა. მეგობრების, თანამოაზრეების, კეთილისმსურველების გვერდით ყოფნა მეტად პოზიტიურს გაგხდით და დაგროვილ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით. შესაძლოა ახალი მეგობრები შეიძინოთ ან დაუახლოვდეთ იმა დამიანს, ვის მიმართაც ადრე ინტერესი გქონდათ. ფიზიკურად აქტიური ხართ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ ხოლმე.

თევზები ( თებერვალი 19 – მარტი 20)

დეკემბერში საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიული დღეების გატარების სურვილი გაგიჩნდებათ. ფინანსურად ძლიერად ხართ ასე რომ შეგიძლიათ იმ ერთადერთს ხელი ჩასჭიდოთ და განმარტოვდეთ.  შესაძლოა სამახურის შეცვლაც. მთელი თვე ფულის გამომუშავებით იქნებით დაკავებული და ფულის გონივრულად დაბანდებით კარგ მოგებას ნახავთ.