ავოკადო იმ ხილს შორის საუკეთესოა, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი კანისა და თმის გაუმჯობესებას. ეს ხილი მდიდარია ისეთი ნუტრიენტებით, როგორებიცაა ანტიოქსიდანტები, მინერალები, კაროტინიოდები, ცილები და ომება 3, რაც ავოკადოს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილად აქცევს.

თქვენ შეგიძლიათ, მწვანე ხილი პირდაპირ დაიტანოთ სახეზე ნიღბის დახმარებით ან წაისვათ თმაზე, მაგრამ იცით, რატომ?

ავოკადოს ნიღაბი ძალიან უხდება მშრალ, აკნესკენ მიდრეკილ კანს. მისი გამოყენება ამცირებს კანის სიწითლეს, ავსებს მას სიცოცხლით და აუმჯობესებს მზისგან დაზიანებული კანის სტრუქტურას. ეს ყოველივე კი იმ ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების დამსახურებაა, რომელსაც ეს ხილი შეიცავს.

გარდა სახის კანისა, ავოკადო ძალიან სასარგებლოა თმისთვის, ვინაიდან ეს ხილი შეიცავს ბიოტინს, ვიტამინ B-სა და ვიტამინ E-ს. ავოკადოსგან მომზადებული თმის ნიღაბის რეგულარულად გამოყენება თმას უფრო ძლიერს გახდის, შეამცირებს თმის ცვენას და გააუმჯობესებს მის ხარისხს.

ავოკადო უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ხილი ჯანსაღი კვებისათვის, თუმცა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ცოცხალი ავოკადოსგან დამზადებული ნიღბები სასარგებლოა, როგორც სახის კანისთვის, ასევე თმისთვისაც.