წყალი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებაში, მათ შორისაა: ელექტროლიტების ბალანსი, არტერიული წნევის ნორმალიზება, სხეულის ტემპერატურის რეგულირება და უჯრედების ჯანმრთელობა. საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა ტვინის და  კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს, ასევე,  ეხმარება თქვენს კანს გამოიყურებოდეს ჯანსაღად.

მკვლევარების აზრით, ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად მეტი წყლის დალევა სჭირდება, რათა უზრუნველყოს სხეულის ტემპერატურის რეგულირება. მათი თქმით, გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დაავადებები, მათ შორის კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ორგანიზმის გამოფიტვა. ისინი ხანდაზმულებს მოუწოდებენ დალიონ წყალი მაშინაც კი, როცა არ სწყურიათ.

”როდესაც საქმე მოხუცებს ეხება, რამდენიმე რამ უნდა გვახსოვდეს. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი წყურვილის ცენტრი არ არის ისეთი აქტიური, როგორც ადრე, რის გამოც  ტვინი ყოველთვის არ გვაძლევს სიგნალს, რომ გვწყურია. ამიტომაც მოვუწოდებთ ასაკოვნებს, რომ ხშირად დალიონ წყალი მაშინაც კი, თუ გონიათ რომ არ სწყურიათ. ”.- ამბობს ნიუ-იორკის Upper East Side-ის სარეაბილიტაციო და საექთნო ცენტრის სამედიცინო დირექტორი Dr. Nodar Janas.

 

 

 

წყარო: https://www.healthline.com/