2021 წელი მოულოდნელობებით დაიწყო – ცნობილი გახდა, რომ 26 წლის მომღერალი ჰარი სთაილსი და 36 წლის მსახიობი ოლივია უაილდი ერთმანეთს ხვდებიან.

წყვილმა ურთიერთობა წინა კვირას გაასაჯაროვა. ისინი იმყოფებოდნენ ქორწილში, სადაც ხელჩაკიდებულები კამერამ დააფიქსირა. სურათები კი, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

წყვილმა ურთიერთობა, სავარაუდოდ, გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ჰარი სთაილსი მონაწილეობს ფილმში “Don’t worry, darling”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. ოლივია უაილდი კი, ამ ფილმის პროდიუსერი გახლავთ.