თუ თქვენ სტილის ახალი ინსპირქაცია გჭირდებათ მაშინ ნახეთ საუკეთესო ლუქები სერიალიდან ,,ემილი პარიზში”. კოსტუმების დიზაინერი პატრიცია ფილდია, მისი გემოვნებით ემილის გარდერობში იხილავთ  ცნობილი და ახალი დიზაინერების სხვადასხვა სამოსებს.

1. ყვითელი ტოპი და ქვედაკაბა.

 

ერთი შეხედვით ეს სამოსი კომფორტულობის შეგრძნებას გვიტოვებს და ასევე ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. ეს ნათელი ფერი ძალიან უხდება ემილის. აღნიშნულ სცენარში ლილი ქოლინზის პერსონაჟი კროასანს მიირთმევს და ინსტაგრამზე ფოტოსაც დებს, რათა ხაზი გაუსვავს თუ როგორი გემრიელია ის, თუმცა მისი ფოლოვერების მოწონება ყვითელმა კაბასამ უფრო დაიმსახურა.

2. შანელის მწვანე პიჯაკი. 

სერიალის ერთ – ერთ ყველაზე გამორჩეული ლუქია შანელის მწვანე პიჯაკი, რომელსაც ემილიმ ქუდი, მინი ჩანთა და ჩექმები შეუხამა.

3.წითელი ბერეტი.

და რათქმაუნდა ემილის წითელი ბერეტი, რომელიც ძალიან ფრანგულია და ყველას ქონდა მოლოდინი, რომ მას აუცილებლად ბევრჯერ ვიხილავდით სერიალში. თუმცა დამეთანხმებით, რომ არა წითელი ბერეტი ეს ლუქი ვერ შედგებოდა.

4. შავი კაბა.

ამ სამოსში ემილი ძალიან მოხდენილად და მიმზიდველად გამოიყურება. ეს ის ეპიზოდია, როცა ლილი კოლინზის პერსონაჟ მიმზიდველ პროფესორ თომას რესტორანში შეხვდება. ის თითქოს გატაცებულია ამ საიდუმლოებით მოცული კაცით, თუმცა მას შემდეგ რაც თომასი შეხვდება მის მეგობრებს, მიხვდება, რომ ის მისთვის შესაფერისი ბიჭი არ არის.

5.მწვანე ყვავილების კაბა.

Dolce & Gabbana- ს ყვავილიანი კაბა ძალიან მოუხდა ემილისაც და პარიზს. გაზაფხულის შეგრძნებას გვიტოვებს და სასიამოვნოდაც გამოიყურება.

6. ფრანგული ლუქი.

ინტერნეტში ამ ლუქზე მაყურებელთა აზრი გაიყო. ზოგი წერს რომ არასწორად შერჩეული ლუქი იყო. ამ ეპიზოდში ემილი კამილის ოჯახშია სტუმრად საქმიანი ვიზიტით.