გაიღვიძე და იმღერე! ხშირად რუტინაში გვავიწყდება გავიზმოროთ და გავიღიმოთ დილაობით, ეს კი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად. ხოლო მათ ვინც გახდომა გადაწყვიტა, დღის სულ-სულ დასაწყისში რამდენიმე მარტივი ქმედების შესრულებით შთამბეჭდავი შედეგი ექნებათ.

დაე, იყოს ნათელი!

შემოუშვით ოთახში დღის სინათლე, ასე შემოყვანთ დადებით ენერგიას, რომელიც ორგანიზმზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს. ამერიკული უნივერსიტეტის Northwestern მეცნიერბმა დაადგინეს, რომ დილის საათებში 20-30 წუთით მკვეთრ შუქში ყოფნა მეტაბოლიზმის მოწესტიგებას უწყობს ხელს. მიუხედავად ფიზიკური აქტიურობისა, ძილის რაოდენობის, ასაკისა და დღეში მიღებული კალორიებისა, სწორედ დილის შუქი შეადგენს წონა-სიმაღლის მაჩვენებლის 20 პროცენტს თითოეულ ადამიანში. ასე რომ, სანამ ყოველდღიურ ვარჯიშს შეუდგებოდეთ, გადაწიეთ ფარდები და გაუღიმეთ დღის შუქს.

მოძრაობა

თუნდაც სულ მცირე და მოკლეხნიანი ვარჯიში, რომელსაც ყოველ დილით საუზმემდე გააკეთებთ, უზარმაზარ წვლილს შეიტანს წონის კლების პროცესში, ვიდრე სირბილი და სრულფასოვანი ფიტნეს-გაკვეთილი დღის სხვა მონაკვეთში. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ნოყიერ საუზმეს მიირთმევენ მას მერე რაც დილით ივარჯიშეს, მეტ ცხიმს წვავენ, ვიდრე ისინი, ვინც მსუბუქად საუზმობენ და მხოლოდ შემდეგ ვარჯიშობენ.

ზომას აქვს მნიშვნელობა

თუ ყოველ დილით ფორთოხლის ან ვაშლის წვენს მიირთმევთ, უმჯობესია შეარჩიოთ მაღალი, ვიწრო ჭიქა, ვიდრე სტანდართული ფართე. მხედველობითი ტყუილი საშუალებას მოგცემთ შეამციროთ სითხე, მასთან ერთად კი შაქარი. ისე კი საუკეთესოა, დალიოთ დილით ჩვეულებრივი წყალი.

კარაქი ქვემოდან

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუკი თქვენი მიზანი გახდომა, შესაბამისად კი კალორიების შემცირებაა, წაუსვით ტოსტს კარაქი და ჯემიც კი ქვემოდან, და არა ჩვეულ ზედაპირზე და მიიღეთ დაახლოებით იმის ნახევარი ულუფა, ვიდრე მიჩვეული იყავით. თუკი კვების სპეციალისტებს ვენდობით, ეს ჩვევა ეხმარება მიაწოდოს ორგანიზმს საჭირო სიგნალები, ენა ხომ მაშინვე გრძნობს გემოს და შესაბამისად სწრაფადვე დგება ნაყროვანება.

მეტი პროტეინი

მეცნიერბი სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ წარმატებული წონის კლების საიდუმლო დილით მიღებულ დიდი რაოდენობით პროტეინებშია. თუკი დილით დილით მიირთმევთ მსუყე პროტეინულ საუზმეს კვერცხით და მაგალითად, ლორის ნაჭრით, რძის ნაწარმთან და მარცვლეულთან ერთად, ლანჩზე იმაზე ნაკლების მირთმევა მოგინდებათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში. პროტეინები უკვე დიდი ხანია ნოყიერი საუზმის გარანტია!

მედიტაციის წუთი

რამდენიმე წუთიან კონცენტრაციას სუნთქვაზე შეუძლია სწორად აამუშაოს ორგანიზმი და აამაღლოს მოტოვაცია, მათ შორის საკვებთან მიმართებაში. სწორეს მოტივაციის უკმარისობა დღის განმავლობაში ხდება მიზეზი არასწორი კვების. ამიტომაც გამოყავით თუნდაც 5 წუთი იმისათვის, რომ ჩაიხედოთ საკუთარ თავში.