სტენდოფრდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევის ფარგლებში, წონის კლების პროცესის მონაცემებზე საინტერესო დეტალები გამოიკვეთა.

ბევრი თვლის, რომ დიეტის წარმატება დამოკიდებულია ურყევ ნებისყოფასა და წარმოუდგენელ მოტოვაციაზე, მაგრამ სინამდვილეში არსებობს საკმაოდ შთამბეჭდავი ფაქტორების სია, რომელიც თქვენს მეტამორფოზას ხელს უშლის (ასაკი, მეტაბოლოზმის სიჩქარე, გენეტიკა და სხვა.). წონის ეფექტურად კლება – საკმაოდ უნიკალური რამ არის: ვიღაცისთვის საკმარისია, უარი თქვს ტკბილეულზე, ვიღაც 16-საათიანი შიმშილით იკლებს, ზოგი კი – რაციონში ცილის დამატებით. სტენდფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა ნებისმიერი დიეტის წარმატების 3 ძირითადი ფაქტორი.

კვლევის შესახებ

ექსპერიმენტში მონაწილეობა 18-დან 50 წლამდე ასაკის 609 ადამიანმა მიიღო, მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თანაბარი იყო. მკვლევარების მიზანი იყო დაედგინათ სხვადასხვა დიეტისა და ბიოლოგიური ფაქტორების კავშირი. მონაწილეების ნახევარი წელიწადზე მეტხანს კეტოდიეტაზე იმყოფებოდა – ეს გახლავთ დაბალნახშილწყლოვანი კვების სისტემა დიდი რაოდენობით ცხიმისა და ცილის განსაზღვრული რაოდნობის მიღებით.

მეორე ნახევარი ემხრობოდა მენიუს ცხიმისა და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით და აქცენტს ცილოვან პროდუქტებზე აკეთებდა. ექსპერიმენტის დინამიკას თვალყურს ადევნებდა მეცნიერთა ჯგუფი. შედეგად მათ შეიმუშავეს 3 წესი, რომელიც ნებისმიერი დიეტის ეფექტურობას გარანტირებულად ზრდის.

წარმატებულად გახდომის 3 წესი

აირჩიეთ მკვებავი პროდუქტები

დიეტა შეგიძლიათ “მოატყუოთ”, თუკი მასში დაბალანსებულ კერძებს დაუმატებთ. არჩევანი გააკეთეთ ნატურალურ და ხარისხიან პროდუქტებზე: თევზი, ბოსტნეული, არატკბილი ხილი, მცენარეული ზეთი. მაგალითად, კეტო-დიეტის დროს სასარგებლოა ავოკადო, ვიდრე ყველი, რადგან პირველი პროდუქტის შემთხვევაში მეტ ვიტამინებს იღებთ.

მოერიდეთ პროდუქტებს თეთრი ფქვილისგან

თეთრი ფქვილისგან მომზადებული კერძები ძლიერ გაშორებენ სანუკვარი ციფრებისგან სასწორზე. უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ მსხვილვარცვლოვან, ცეხვილ პურზე, ბლინებსა და ნუშის ფქვილისგან მომზადებულ ფანქეიქებზე.

დიეტის საფუძველში – ბოსტნეული

ბოსტნეული შეიცავს კალორიების მინიმუმს და ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმუმს. ეს დაგეხმარებათ დიდი ხნით დანაყრდეთ და უარი თქვათ მავნე პროდუქტებზე.